ზუგდიდში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "რეფორმატორები" მშვიდობიანი აქცია გამართეს. ”რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "აფხაზეთის მოსახლეობის თვითგამორკვევასთან" დაკავშირებით საფრთხის შემცვლელს უწოდებს.
მისი თქმით, შესაძლოა პრემიერ მინისტრმა ამ ტერმინის გამოყენებით უბრალოდ აფხაზეთის მოსახლეობის აზრი გააჟღერა, ეს კი საერთო გადმოსახედიდან ღუპავს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე არსებობდა.
ამის შემდეგ "რეფორმატორები” ენგურის ხიდზე გადაინაცვლებენ, სადაც
ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ თანატოლებს მიმართავენ და მათთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
მასალის გამოყენების პირობები