ინგრედიენტები:
ცომი:
კეფირი 1 ჭიქა
მარილი 1/2 ჩ.კ
შაქარი 1/2 ჩ.კ
სოდა 1/2 ჩ.კ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის 1 ჭიქა
ფქვილი 2 ჭიქა
კვერცხი 1
გულსართი 1
ლორი თხლად დაჭრილი
გულსართი 2
ხაჭო 200 გ
კამა
ნიორი 1 კბილი
მარილი და პილპილი
კეფირში დაამატეთ მარილი, შაქარი, სოდა, კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ გახეხილი ყველი და ფქვილი.
მიღებული ცომი პატარა გუნდებად გაყავით და გააბრტყელეთ. ჩადეთ სასურველი გულსართი, მოუკარით გვერდები და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში, თავდახურული.
მასალის გამოყენების პირობები