ტომი ლი ჯონსი, ჯესიკა ალბა და მიშელ იეოჰი ჯეისონ სტეთჰემის “მექანიკოსის” განახლებულ ვერსიაში ითამაშებენ. ამჯერად ფილმის რეჟისორი დენის განსელი იქნება და სურათს “მექანიკოსი: აღდგომა” ერქმევა. სიუჟეტი მოგვითხრობს ართურზე, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანები გაანადგუროს.
პროდუსერები უილიამ ჩარტოფი, დევიდ უინკლერი, ჯონ თომპსონი და ფრენკ დემარტინი იქნებიან. უკვე ცნობილია ფილმის გამოშვების თარიღი – პრემიერა 2016 წლის 22 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები