ინგრედიენტები:
კვერცხი 1
სალათის ფოთოლი 1
გახეხილი სულგუნი 1 ს.კ
კარაქი 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
კარაქი გავადნოთ ტაფაზე. ზედ დავდოთ უძირო მეტალის ან სილიკონის წრის ფორმა, ჩავასხათ შიგ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ. ფორმას შეგვიძლია თავსახური დავახუროთ ან მცირე ზომის ფაიფურის თეფში დავაფაროთ, რომ ერთიანად შეიწვას. შემწვარი კვერცხი გადავიტანოთ თეფშზე დაფენილ სალათის ფოთოლზე, მოვაყაროთ სულგუნი და მოვრთოთ სეზამის მარცვლებითა და დაფქული კოწახურით.
რჩევა
თუ ფორმა არ გვაქვს, შეგვიძლია ფოლგისგან გავაკეთოთ 3 სმ. სიმაღლისა და 5-6 ს.მ. დიამეტრი წრე და ის გამოვიყენოთ.
მასალის გამოყენების პირობები