როდესაც ოსკარის სავარაუდო ნომინანტებზე საუბრობენ, სიაში არავის ავიწყდება “ველურის” შეტანა. ჟან-მარკ ვალის ახალი ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი ასრულებს, მთავარი პერსონაჟის 1 100-მილიან მოგზაურობაზე მოგვითხრობს. მოგზაურობის მიზეზი მომხდარი ტრაგედიებია: დედამისის გარდაცვალება და მეუღლესთან გაყრა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილ ამბავზეა გადაღებული და შერილ სტრეიდის მემუარებს მიჰყვება.
სხვადასხვა კინოფესტივალზე კრიტიკოსება ფილმი უკვე შეაფასეს დადებითად და აღიარეს, რომ ეს მსახიობის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევარია.
მასალის გამოყენების პირობები