რუბრიკები
ხობში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დაიშალა
"თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია "ხობი"დაიშალა,ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ როსტევან გვარამიამ განაცხადა.გვარამიას განცხადებით, ის თავისუფალი დეპუტატია და არცერთ პარტიაში არ ყოფილა, დატოვების მიზეზად კი გვარამია განმარტავს,რომ „ის ეროვნული კაცია და "თავისუფალი დემოკრატების" კურსი მისთვის მიუღებელია“. გვარამიამდე ფრაქცია და პარტია დატოვა ხობის საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა ლაშა გვასალიამ. ფრაქციაში სულ 4 წევრი იყო, მისი არსებობისთვის კი 3 წევრია საჭირო.ხობის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ფრაქციის დაშლის შესახებ წერილობითი განცხადება საკრებულოში ამ დრომდე არ შემოსულა. თუმცა საკრებულოში აცხადებენ, რომ გვარამიას მხრიდან ფრაქციის დატოვების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ფრაქციის წევრი და "თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ შუშანია აცახდებს, რომ როსტევან გვარამია და ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ბეჟან ქირია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები არ იყვნენ. ნუგზარ შუშანიას განცხადებით,ის პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება და თანაგუნდელებთან ერთად მუშაობას განაგრძობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.