რუბრიკები
Google-მა კოსმოსის ასათვისებლად NASA-გან ავიაბაზა იქირავა
NASA-მ განაცხადა, რომ Google-თან 60-წლიანი საიჯარო კონტრაქტი გააფორმა, რომელიც NASA-ს კალიფორნიაში მდებარე ისტორიული ავიაბაზის ნაწილის დაქირავებას ითვალისწინებს. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ამ ტერიტორიის გამოყენებას გეგმავს თავისი პროექტებისთვის ავიაციის, კოსმოსის ათვისების და რობოტოტექნიკის სფეროებში. Google-ის ქვედანაყოფი, რომლის სახელწოდებაა Planetary Ventures-ი, $1.16 მლრდ-ს გადაიხდის ამ საიჯარო კონტრაქტში. დოკუმენტი კომპანიას საშუალებას აძლევს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს და რესტავრაცია გაუკეთოს ავიაბაზა Moffett Federal Airfield-ს. დაქირავებულ ტერიტორიაზე განთავსებულია სამი ანგარი საჰაერო ხომალდებისთვის და მათ შორის ისტორიული Hangar One და ასევე ფრენების მართვის ცენტრი, 2 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და გოლფის მოედანი. საიჯარო კონტრაქტიდან $1,16 მლრდ-ის მიღების გარდა, NASA ასევე შეძლებს წელიწადში დაახლოებით $6.3 მლნ-ის დაზოგვას საოპერაციო დანახარჯებზე. დაქირავებული ბაზა დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზეა Google-ის მთავარი ოფისიდან მაუნტინ ვიუში. როგორც ადრე გახდა ცნობილი, Google გეგმავს $1 მლრდ-ზე მეტი ჩადოს ატმოსფერული თანამგზავრების და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებაში, რათა პლანეტის ისეთ წერტილებს მიაწოდოს ინტერნეტი, სადაც ახლა ის არაა. Google-მა უკვე შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Titan Aerospace და რამდენიმე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებიც თანამგზავრულ და რობოტოტექნოლოგიებზე მუშაობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.