რუბრიკები
ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.  დელეგაციის შემადგენლობაში ევროკავშირის საოპერაციო განყოფილების უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კაიდო სირელი და პროექტების მენეჯერი კატოლინ სტამპფერ-ალისულტანოვა იყვნენ.
აფხაზური მხრიდან, ჩირიკბას გარდა, შეხვედრას მისი მოადგილე ქაან ტანიაც ესწრებოდა.
შეხვედრაზე სტუმრებმა და მასპინძლებმა ევროკავშირის მიერ აფხაზეთში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. კაიდო სირელმა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროკავშირის იმ პროექტების შესახებ მოახსენა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმატებით მიმდინარეობს და რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რემონტსა და გალის რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება.
სირელმა აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად მათი მისია იმ სფეროებს არჩევს, სადაც ევროკავშირმა სამომავლო პროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს.  დელეგაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გაიზარდოს იმ პროექტების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის სხვა რაიონების ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 
თავის მხრივ, აფხაზმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ სტუმრებს ურჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებს დაუთმონ, ვინაიდან ამ რაიონების ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად საჭიროებს აღდგენა-განახლებას. ჩირიკბამ აღნიშნა ასევე, რომ რესპუბლიკაში აუცილებელია ჯანდაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.