თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან ზუგდიდიდანაც, საიდანაც დღეს დილით რამდენიმე ათეული მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილებისგან შემდგარი კოლონა დაიძრა. მანამდე კი აქციის მხარდამჭერი ახალგაზრდები და საპარლამენტო უმცირეოსობის წევრი მარიამ საჯაია ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ, სადაც რუსული ანექია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
კოლონას ზუგდიდიდან შემოუერთდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაიაც, რომელმაც რუსეთთან მიმართებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა გააკრიტიკა.
მასალის გამოყენების პირობები