ჟურნალისტები პარტის ადგილობრივ ოფისში ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა და "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ვახტანგ ლემონჯავამ 02:00 საათზე დაიბარა.
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერმა მედიის წარმომადგელებს განუცხადა, რომ დღეს, 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების ჩხოროწყუდან გადაყვანაში ხელს პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია უშლის.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული 6 სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელთაც აქციაზე მოქალაქეები უნდა გადაეყვანათ, თბილისში წასვლაზე უარს პოლიციაში დაბარების შემდეგ ამბობენ. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიციის მიერ დაშინებული კონკრეტული მძღოლები არ დაუსახელებიათ.
ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდება აბსურდულია და პოლიცია მსგავს ქმედებებში ჩართული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები