დღეს, ასოციაცია "დეას" ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში პოლიტიკურ უფლებებსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, რომელსაც იურისტი რუსუდან პაჭკორია უძღვებოდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ახალგაზრდები და სოფლის რწმუნებულები დაესწრნენ. ტრენინგი პროექტის "ჩვენ ვირჩევთ" ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის კოორდინატორის ივეტა წიტაშვილის თქმით, ტრენინგი მიზნად ისახავს პოლიტიკური წიგნიერების ამაღლებასა და სამოქალაო კულტურის განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები