იშვიათად ხდება ისე, რომ ერთ ფილმს ექვსი ან შვიდი ნაწილი ჰქონდეს და ყველა მათგანი თითქმის თანაბარი წარმატებით სარგებლობდეს. სწორედ ასეთი უიშვიათესი გამონაკლისია “ფორსაჟი”, რომლის მეექვსე სურათმა 788-დოლარიანი მოგება მოიტანა. ფილმის მეშვიდე ნაწილი აპრილში გამოდის და მასზეც დიდი იმედებია დამყარებული. გარანტირებულ წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ ნამუშევარში პოლ უოკერი მონაწილეობს და, მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, დუბლების როლს მისივე ძმები ითავსებენ.
რამდენიმე საათის წინ მოულოდნელი განცხადება გაკეთდა! Universal Pictures-ის წარმომადგენელმა დონა ლანგლიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ “ფორსაჟის” გულშემატკივრები კიდევ სამ ფილმს უნდა ელოდონ! შესაბამისად, 2001 წელს დაწყებული გადაღებები მინიმუმ 10-სურათიანი შედეგით დასრულდება და, სავარაუდოდ, მომავალი ნამუშევრებიც ისეთივე წარმატებით ისარგებლებენ, როგორც მათი წინამორბედი შვიდივე ნაწილი სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები