ჯუდ ლოუ ფილმში, რომელიც ლეგენდარულ მეფე არტურს ეძღვნება და რომლის გადაღებასაც გაი რიჩი აპირებს, ბოროტი გმირის როლს შეასრულებს.
ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რომელ პერსონაჟზეა საუბარი. ცნობილია ის, რომ პროექტი ტომას მელორის რომანზე „არტურის სიკვდილი“ იქნება დაფუძნებული.
სურათში მთავარ როლს ჩარლი ჰუნამი შეასრულებს. გვინევრა – ფრანგი მსახიობი ასტრიდ ბერჟე- ფრისბი იქნება.
სურათი გაქირავებაში 2016 წლის 22 ივლისს გამოვა. წარმატების შემთხვევაში ეს ფილმი შეიძლება 6 სურათისგან შემდგარი ახალი სერიის დასაწყისი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები