ზუგდიდში სწრაფი კვების ობიექტის "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის მზადება დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით არსებული სკვერის მწვანე ნარგავები ქალაქის მერიას ბოტანიკურ ბაღში და სხვადასხვა სკვერებში გადააქვს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას განმარტებით, მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება და ის ივნისის დასაწყისში დასრულდება.
ცნობისთვის, “მაკდონალდსის” მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები