47 წლის დემნა კ-მ საკუთარი მამა 70 წლის ჯემალ კ. მოკლა.
სოფელ კახათში გამგებლის წარმომადგენლის კობა ჩახაიას ინფორმაციით, დემნა კ-მ რომელიც ფსიქიურად არის დაავადებული, მამას ჯერ შეშა ჩაარტყა თავში, შემდეგ კი აბაზანაში შეიყვანა, სადაც მამა სასხლავი მაკრატლით აჩეხა.
იმავე ინფორმაციით, დემნა კ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს.
დამნაშავე სამართალდამცველებმა წუხელვე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები