ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 6
ბრინჯი 1/2 ჭ
ზეთი 1/2 ჭ
ხახვი 2
პამიდორი 2-3
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ ბლომად მარილი და როდესაც მუქი ფერის წვენი გაუვა, გავწუროთ და გამდინარე წყალში გავავლოთ.
ბადრიჯნის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში.
ცალკე მოვშუშოთ ხახვიც.
ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბადრიჯნის ნაჭრები, მოშუშული ხახვი და ნახევრად მოხარშული ბრინჯი.
ზემოდან მოვაწყოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, მოვაყაროთ ცოტა მარილი. ამის შემდეგ კერძი დავდგათ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვადუღოთ.
მასალის გამოყენების პირობები