საოპერო მომღერალმა მიხეილ ქირიამ ქალაქ ბრეშიას მე -10 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
მან მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის მომღერალს მარია კალასის სპეციალური პრემია გადაეცა. ინფორმაციას ქირია ფეისბუქის-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მისივე ცნობით, პრემია ხელოვანს კალასის ბიოგრაფმა დოქტორ მიკელე ნოჩერამ გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები