რუსი მესაზღვრეები სოხუმს, საზღვრის გამტარიანობის გასაზრდელად, დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენას სთავაზობენ. მსგავსი რამ ოლიმპიური თამაშების დროს ხდებოდა, როდესაც ორი ბორანი მოძრაობდა და სარკინიგზო ტრანსპორტი მოქმედებდა.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მათ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე 8 მილიონი ადამიანი და 1,5 მილიონი ავტომობილი გაატარეს, რაც მათი თქმით, საკმაოდ დიდი დატვირთვაა.
ამჟამად, იქ მხოლოდ საავტომობილო და საფეხმავლო მიმოსვლაა დაშვებული.
მასალის გამოყენების პირობები