ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან ერთი კილომეტრის მანძილზე, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება, - პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრში, რომლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება, ასევე განთავსდება ბანკი, ვეტერინარული კლინიკა, ფოსტა, აფთიაქი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები