ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როდის არის მამაკაცი მზად ქორწინებისთვის. შედეგები ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცი დაქორწინებისთვის მაშინ არის მზად, თუ მას ცხოვრებაში მინიმუმ ორი სამწლიანი რომანი ქონია. ბრიტანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კარიერა, საზოგადოებრივი სტატუსი, სიმდიდრე, ასაკი და თუნდაც სურვილი, რომ დაქორწინდეს მამაკაცის ქორწინებისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს. მათი განმარტებით, ეს მეორე ეტაპისთვის საჭირო ფაქტორებია, მთავარი კი სწორედ ის გამოცდილებაა, რომელსაც დაქორწინებამდე არსებული სერიოზული რომანი იძლევა.
მასალის გამოყენების პირობები