ინგრედიენტები:
მზა ფენოვანი ცომი 500 გ
ისპანახის ფოთლები 500-600 გ
კვერცხი 2
ხაჭო 100 გ
გახეხილი ყველი 100 გ
მარილი და პილპილი
სეზამის მარცვლები
მომზადების წესი:
ისპანახის ფოთლები მდუღარე წყალში მოწალეთ, გადაიტანეთ საწურზე, გადაავლეთ ძალიან ცივი წყალი და კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან. დაკეპეთ და თასში გადაიტანეთ. დაამატეთ 1 კვერცხი, მარილი, პილპილი, ხაჭო, ყველი და აურიეთ.
ფენოვანი ცომი დავჭრათ 5 ლენტად, თითოეულზე დავალაგოთ გულსართი და ცომს ნაპირები მოვუკრათ.
ტაფას დავაფინოთ ქაღალდი და დავიწყოთ ცომის დადება სპირალურად, ცენტრიდან ნაპირებისკენ.
ზემოდან გადავუსვათ კვერცხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები