Apple-მა უარი თქვა თავის ონლაინ-მაღაზიებში მარკირება „უფასოს“ გამოყენებაზე და ის ღილაკი „მიღებით“ შეცვალა.
როგორც ჩანს, ეს ცვლილება გამოწვეულია ევროკავშირის მარეგულირებლების მოთხოვნის შესრულებით, პირობითად უფასო თამაშების მარკირებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ გადაწყვიტა დაიცვას ევროპელი მომხმარებლები, რომლებიც ჩივიან იმაზე, რომ არასწორ ინფორმირებას უკეთებენ აპლიკაციების ფასთან დაკავშირებით და ამის გამო ფულს ხარჯავენ. ამ წლის იანვარში, Apple იძულებული გახდა $32.5 მლნ დაებრუნებინა უკან იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები უკონტრიოლოდ ხარჯავდნენ ფულს აპლიკაციების შეძენაზე.
ახლა, აპლიკაციების გვერდზე Apple App Store-ში და Mac App Store-ში, დგას მარკირება „მიღება“ (Get), „უფასოს“ (Free) ნაცვლად.
მასალის გამოყენების პირობები