პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ფოთში
„შაჰ-დენიზი-2“-ის გაზსადენის მილების სატრანსპორტო ტერმინალის პრეზენტაციას დაესწრება.
„პეის ჯგუფის“ მიერ შექმნილი საპორტო ტერმინალის მიზანია, „შაჰ-დენიზი-2“ პროექტისთვის განკუთვნილი გემების მიღება, დაცლა, განთავსება, შემდგომში მილებისა და სხვა ტვირთის დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად. „პეის ჯგუფი“ ახალი პორტის მშენებლობის პროექტს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დასრულდა 4 ჰექტარი ფართობის სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეიქმნა 100 სამუშაო ადგილი და შესაძლებელი გახდა „შაჰ-დენიზი-2„-ის გაზსადენისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირება კავკასიის რეგიონში. ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერმინალზე დაგეგმილია 300 000 ტონა მილის მიღება შემდგომში მათი ტრანსპორტირების მიზნით.
ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 15:30 საათზე, შპს
„აგრიკომის“ "ფოთისმარცვლეულისტერმინალს” გახსნის, რომლისთვისაც სოფლისმეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა 16000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება, მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად -ხორბალი და სიმინდი. ტერმინალს აქვს სარკინიგზო ჩიხი და სრული წვდომა ფოთის პორტისმე-15 ნავმისადგომთან, რაც აძლევს მას საშუალებას მიიღოს/დატვირთოს ნავმისადგომზე შემოსული გემები. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 60 ადამიანი, ხოლო ტერმინალში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა- 35-40 იქნება.
16:10 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ესტუმრება რეინვესტირებულ
კომპანია „გეოფიშ ფექტორის“, რომელიც თევზის გადამამუშავებელ ქარხანას წარმოადგენს. გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა. ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები