ინგრედიენტები:
კომბოსტო 1 კგ
ხახვი 1-2 თავი
მანანის ბურღული 1/2 ჭიქა
ფქვილი 1/2 ჭიქა
ნიორი 2 კბილი
მარილი და პილპილი
საფანელი
მომზადების წესი:
კომბოსტოს თავი ოთხად გავჭრათ, მარილიან მდუღარე წყალში 8-10 წუთი ვხარშოთ, გადმოვიღოთ, გავაგრილოთ და გავწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპში ხახვთან, ნიორთან, კამასთან ერთად . დავამატოთ მარილი, პილპილი, ფქვილი, მანანის ბურღული და კარგად ავურიოთ. გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე
მასალის გამოყენების პირობები