ცნობილი კანადური კოლექტივის Nickelback_ის მერვე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით No Fixed Address მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაშია.
ალბომი პირველად გაყიდვაში ავსტრალიაში გამოვიდა, სამი დღის შემდეგ კი უკვე მთელი მსოფლიოსთვის გახდა ხელმისაწვდომი. ალბომის გამოსვლა ჯგუფის ვოკალისტის ჩედ კრიუგერის 40 წლის იუბილეს დაამთხვიეს.
ალბომის წამყვან სიმღერად შეიძლება ჩაითვალოს “What Are You Waiting For?”, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში გამოვიდა და მუსიკალურ ჩარტებში მაღალ ადგილებზეც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კანადურმა ჯგუფმა აღნიშნულ ალბომამდე ბოლო ალბომი 3 წლის წინ გამოუშვა სახელწოდებით Here and Now.
მასალის გამოყენების პირობები