რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრ. სოკო
5 ცალი კვერცხი
100 გრ. ყაბაყი
200 გრ. ბადრიჯანი
100 გრ. ზეთი
3 ს.კ. ძმარი
მარილი, წიწაკა, პილპილი
მაიონეზი და მწვანილი სურვილისამებრ
მომზადების წესი:
1. სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭერით.
2. ყაბაყი გაფცქვენით და თესლები მოაშორეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად და ზეთში შებრაწეთ. ბადრიჯანიც პატარა ნაჭრებად დაჭერით და ზეთში შეწვით.
3. კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და გადააჭერით თავი. ფრთხილად ამოიღეთ გული, ისე, რომ ცილა არ დააზიანოთ და პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით.
4. პროდუქტები ერთმანეთს შეურიეთ. მოასხით ზეთი. შეაზავეთ წიწაკით, პილპილით ძმრითა და მარილით მზა სალათით მოხარშული კვერცხის ცილები ამოავსეთ
მასალის გამოყენების პირობები