ბრიტანული კოლექტივი Archive თავის მსმენელებს ახალ ალბომს და ტურნეს სთავაზობს.
ჯგუფის დიდი ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2015 წელს ახალ ალბომს გამოუშვებს სახელწოდებით “Restriction”. უკვე ცნობილია, რომ ახალი ალბომი გაყიდვაში 12 იანვრიდან გავა.
ალბომში შესული სამი სიმღერა ‘Black And Blue’, ‘Kid Corner’ და ‘Feel It’ უკვე გამოიცა სინგლად და ხელმისაწვდომია მათი მუსიკალური ვიდეოც.
რაც შეეხება ტურნეს, მათი გამოთვლით ევროპული ტურნე, რომელიც თებერვალში დაიწყება, ყველაზე ფართო მასშტაბიანი უნდა აღმოჩნდეს ჯგუფისთვის. ტურნე 20 თებერვალს ამსტერდამში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გეგმები შეიცვალა და ტურნე 19 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნანსიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტუდიური ალბომი მე-10 იქნება ჯგუფის დისკოგრაფიაში. ჯგუფმა დღემდე ბევრი დასამახსოვრებელი ალბომი შემოგვთავაზა, მათგან ყველაზე პოპულარულად ითვლება 2002 წლის ალბომი You All Look the Same to Me თავისი ცნობილი ჰიტით “Again”.
მასალის გამოყენების პირობები