ჯენის ჯოპლინის ბიოგრაფიაზე დაგეგმილ სურათს ახალი რეჟისორი ჰყავს. ლი დენიელსი, რომელსაც როკენროლის დედოფალზე უნდა გადაეღო ფილმი, “ველურისა” და “დალასის მყიდველთა კლუბის” რეჟისორმა ჟან-მარკ ვალიემ ჩაანაცვლა. თავად როკენროლის დედოფლის როლზე ემი ადამსია დამტკიცებული. როგორც ამბობენ, მან თავადვე უნდა შეასრულოს ჯენისის ყველა სიმღერა. ჟან-მარკმა კი თავად დანიშნა ახალი სცენარისტები კრეგ ბორტენი და მელისა უოლაკი. სურათისათვის სათაური ჯერ არ შეურჩევიათ.
ახალი ნამუშევრისათვის 15-20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. გადაღებები 2015 წლის შუა თვეებში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები