რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს, სოხუმში ორი მიტინგი გაიმართება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმის მთავარ მოედანზე "ამცახარას" წარმომადგენლები მომხრეებს შეკრებისკენ და ხელშეკრულების გაფორმების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, ხელშეკრულების მხარდასაჭერ მიტინგს გამართავს პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც დღეს მოსახლეობას თხოვნით მიმართა, 24 ნოემბერს შეიკრიბონ და მხარდაჭერა გამოხატონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.
ორივე მიტინგი ერთსა და იმავე დროს 11:00 საათზე დაიწყება.
კრემლის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინის მიწვევით სოჭში ჩავა, სადაც აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
მასალის გამოყენების პირობები