ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა ზუგდიდის არტ გალერეაში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს ქალთა ორგანიზაცია და "სათემო ფონდი ნეფა" სამეგრელოს რეგიონში ერთოლივად ახორციელებენ.
მოწვეულ სტუმრებს ფონდის წარმომადგენლემა ნახევარწლიანი მუშაობის შედეგები წარუდგინეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ფოტო და სახვითი ხელოვნების ნამუშევრები თემაზე "ოჯახში ძალადობა". საუკეთესო ავტორებს კი საჩუქრად ფასიანი პრიზები გადაეცათ. ასევე ორგანიზატორებმა სპეციალური ჯილდო გადასცეს "რადიო ათინათის" ჟურნალისტს მარიამ შარანგიასა და“ რადიო თავისუფლების“ -პარტნიორი რადიო „ათინათის“-პროგრამა “დღეს დილით“ რეგიონულ კორესპონდენტს თეა შონიას ,საინფორმაციო კამპანიის აქტიური გაშუქებისა და სპეციალური რეპორტაჟების მომზადებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები