ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ანაკლიაში დასუფთავების აქცია მოაწყო. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა ზღვის სანაპირო ზოლი.
აქციაში მონაწილეობას ღებულობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია.აგრეთვე გამგეობის სამსახურები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები. აქციას შეუერთდნენ ააიპ – ის სამსახურები და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის წარმომადგენლები.
დასუფთავების აქცია მიზნად ისახავდა გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებას და ბუნების დაბინძურებისგან დაცვას.
მასალის გამოყენების პირობები