რუბრიკები
პუტინმა და ხაჯიმბამ ე.წ. შეთანხმება გააფორმეს
სოჭში კრემლმა სოხუმის ანექსიის ახალი გეგმა გააფორმა. ე.წ. ხელშეკრულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს. აფხაზეთში კი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსკოვთან ეგრეთწოდებული მეკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დღეს ფსოუს საზღვარზე გააპროტესტეს. აქცია 1992-93 წლებში კონფლიქტის დროს დაღუპულების დედებმა გამართეს. „ბატონო სურკოვ, შეჩერდით“, „ჩვენ რუსეთთან გვინდა და არა რუსეთში“, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფასი - ათასობით ჩვენი შვილის სიცოცხლეა“, - ამ ლოზუნგებით მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, სცადეს გზის გადაკეტვა, მაგრამ ე.წ. მესაზღვრეებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. აქციის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალური ქსელით თავად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ავრცელებს. პარალელურად, ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ სოხუმში. დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ადგილობრივი ძალების ის ნაწილი გამოვიდა, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „ამცახარა“, დე ფაქტო პარლამენტის წევრების ნაწილი, საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წევრები თვლიან, რომ რუსეთი ამ გეგმით აფხაზეთის დამოუკიდებლობას ზღუდავს და ცდილობს, აფხაზეთი საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს. მათ დააყენეს ულტიმატუმი, რომ თუ ამ ხელშეკრულებას ხაჯიმბა ხელს მოაწერს, მაშინ ისინი მის გადაყენებას მოითხოვენ. პარალელურად, დაგეგმილია მეორე აქციაც, რომელზეც პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო მხარს დაუჭერს კრემლში დაწერილ გეგმას. პუტინმა ხაჯიმბა სოჭში დაიბარა. რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მოსკოვთან ეგრეთწოდებული მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.