ქსელში გვენ სტეფანის მეორე სინგლი გამოჩნდა, რომელიც მომღერლის მომავალ მესამე სოლო ალბომში შევა. თრექის სახელწოდებაა ”Spark the Fire” და მისი პროდიუსერი ფარელ უილიამსია. სტეფანის წინა თრექი ”Baby Don’t Lie” იყო, თუმცა მან Billboard Hot 100-ის მხოლოდ 47-ე პოზიციამდე ასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია უკვე გამოიყენეს საავტომობილო ბრენდის ”Fiat”-ის რეკლამისთვის. კლიპის ავტორი სოფი მიულერია, რომელთანაც სტეფანი წლებია თანამშრომლობს. მომღერლის მესამე ალბომის სახელწოდება ჯერ უცნობია. დისკი გაყიდვაში 2015 წლის დასაწყისში გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები