HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონში რეიჩელ მაკადამსი, ტეილორ კიტში და კელი რილი ითამაშებენ. ისინი კოლინ ფარელსა და ვინს ვონს მომდევნო რვა ეპიზოდის განმავლობაში გაუწევენ პარტნიორობას. გადაღებები უკვე დაწყებულია და კალიფორნიაში მიმდინარეობს. ახალი სეზონის პირველი ორი სერიის რეჟისორი “ფორსაჟი 6″-ის ჯასტინ ლინია. სიუჟეტი პოლიციის სამ ოფიცერსა და ჩახლართულ დანაშაულზე კონცენტრირდება.
ჯერჯერობით უცნობია “ნამდვილი დეტექტივის” მეორე სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი.
მასალის გამოყენების პირობები