ირლანდიური ჯგუფის, U2-ს ლეგენდარული ფრონტმენი ბონო ველოსიპეტიდან გადმოვარდა. ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მომხდარი ინციდენტის გამო ბონოს ხუთსაათიანი პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.
ბონოს სხეულის ექვს ადგილას ჰქონდა მოტეხილობა და დაზიანებული ჰქონდა სახის მარცხენა ნაწილი. მუსიკოსს ოპერაცია კვირას ჩაუტარდა, ექიმებმა მუსიკოსს სამი პლასტირი ჩაუდგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ბონოს წინ გამოჯანმრთელების რთული და მტკივნეული პროცესი ელოდება წინ.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი შეიცვლება თუ არა ჯგუფის სამომავლო გეგმები ბონოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები