ევროპარლამენტმა შესაძლოა ინტერნეტ-გიგანტ Google-ს რამდენიმე კომპანიად დაყოფისკენ მოუწოდოს - პირველ რიგში ინტერნეტ-ძიების გამოყოფისგან სხვა კომერციული სერვისებისგან. ასეთი წინადადების პაკეტი უკვე მომზადებულია.
კომპანიის დაყოფაზე საჯარო მოწოდება, პოტენციურად Google-ის და სხვა საძიებო კომპანიების ბიზნესებისთვის შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა გახდეს, ევროკავშირის სხვა ყველა მოთხოვნით გამოწვეულ საფრთხეებს შორის.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ შედგენილი დოკუმენტის პროექტში კონკრეტული ინტერნეტ-საძიებო კომპანიები არ არის მითითებული. თუმცა, Google-ის წილი ევროპის ინტერნეტ-ძიების ბაზარზე დაახლოებით 90%-ია, ამიტომ, ევროპელი ჩინოვნიკების ანტიმონოპოლიური პრეტენზიები ყველაზე მეტად ამერიკულ კომპანიას შეეხება.
ევროპარლამენტს შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს კომპანიებს ბიზნესების დაყოფა და მისი მოწოდება მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა.
თუმცა, ბოლო წლებში, გაიზარდა ევროპარლამნტის გავლენა ევროკომისიაზე - ორგანოზე, რომელიც ევროკავშირში ყველა კანონის მიღების ინიცირებას აკეთებს.
Google-ს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კონკურენციის საკითხებში ახალმა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ Google-საც მოუსმენს და ევროპარლამენტარებსაც, სანამ ანტიმონოპოლირი მარეგულირებლების მხრიდან რაიმე ქმედებებს დაგეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები