ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის
AGRO სახლში იმყოფებოდა. ელჩი ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) სემინარის დახურვას დაესწრო. სემინარი, რომელიც მეწველი პირუტყვის კვებისა და ვეტერინარული მოვლის საკითხებს ეხებოდა, სააგენტო MASHAV-ის ექსპერტებმა ჩაატარეს.
ტრენინგს UESAID/NEO-ს 60-მდე ბენეფიციარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები