გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამხატვრო გალერეაში დღეს ასოციაცია “მერკურმა“ ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი რეპორტაჟებისთვის კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები და მედია საშუალებები დააჯილდოვა.კონკურსში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა მედია საშუალებებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს.
ოჯახში ძალადობის თემატიკაზე დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ ფატი ნაჭყებია, რადიო“ათინათი“ და ჩხოროწყუს რადიო „ერა“.ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ უფლებადამცველი რუსუდან პაჭკორია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია,არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“–ს ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია,ასოციაცია „მერკური“–ს წარმომადგენლები ოლგა კიკავა და ნანა თოდუა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები