უკვე ყველამ იცის, რომ დღეს პატარა სერიალების გადაღება ყველაზე მომგებიანი მიმდინარობაა. ეს არა მხოლოდ სიუჟეტის მრავალფეროვნების შენარშუნებას უწყობს ხელს, არამედ დიდ მსახიობებსაც იზიდავს ტელევიზიებისკენ. მაგალითად “ნამდვილი დეტექტივი”, “ფარგო” და სხვა სერიალებიც საკმარისია…
ამჯერად საქმე ნიკოლ კიდმანსა და რიზ უიზერსპუნს ეხება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ლაიან მორიარტის წიგნის “დიდი პატარა ტყუილები” ეკრანიზაციაში, რომლის სცენარისტად და პროდუსერად უკვე დანიშნულია დევიდ კელი.
ამჯერად ახალი სურათი კინობაზარზეა გატანილი და სადისტრიბუტორო უფლებების მომპოვებელ კომპანიას ელის. სერიალის სიუჟეტი სამ მშობელზე მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით მკვლელობის შემსწრენი გახდებიან. ეს კი მათ ცხოვრებას საოცრად შეცვლის.
უიზერსპუნი და კიდმანი არა მხოლოდ მთავარ როლებს შეასრულებენ, ისინი მთავარ პროდუსერთან ერთად ფილმის პროდუსერობასაც შეითავსებენ.
მასალის გამოყენების პირობები