ახლო მომავალში, მობილური ტელეფონების მომხმარებლები გაჯეტების დატენვას საკუთარი სხეულის სითბოთი შეძლებენ.
ამასთან, აუცილებელი არ იქნება სმარტფონების ჯიბიდან ამოღება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს თვითდამტენი ბატარეა, რომლის ზომა 2х2 სანტიმეტრია. მოწყობილობას შეუძლია დაბალტემპერატურიანი წყაროების სითბო ელექტროენერგიად აქციოს. ამასთან, სამუშაო ტემპერატურების დიაპაზონი 20-დან 60 გრადუსამდე მერყეობს. მეცნიერების თქმით, მათ მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, მობილური ბატარეების ახალი თაობის წარმოშობას შეუწყოს ხელი, რომელთაც აღარ დასჭირდება დატენვა დენის წყაროს მეშვეობით. თუმცა, ამის მისაღწევად, მეცნიერებმა ჯერ უნდა გაზარდონ ბატარეების წარმოების რაოდენობა, სრულყონ კონსტრუქცია და მასალები.
მკვლევარები ასეთ ბატარეებში დიდ პოტენციალს ხედავენ, რადგან მათ სუსტი სითბოს იაფ ელექტროენერგიად ქცევა შეუძლიათ. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, შეაგროვოს სითბო გარემოდან, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოშორებული რეგიონებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები