ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ქალი დეპუტატები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე და "ქართული ოცნების" წევრი ნატალია შეროზია, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება, ყოფილი ხელისუფლების დროს ზუგდიდში აშენებული სპორტული კომპლექსზე საუბარს მოჰყვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსი უხარისხოდ აშენდა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ თემას მოჰყვა სხდომაზე საკრებულოს დეპუტატების დაპირისპირება. "უზრდელი, თავხედი, წკავწკავა, ბუტკიდან მოსაუბრე"- ეს სიტყვები ისმოდა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები