როგორც ინტერნეტრესურსი Engadget იტყობინება, აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური, სახელწოდებით, Topaz ამუშავდა. ცნობილია, რომ ელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, ორ წელიწადში ინჟინრებმა კალიფორნიაში 9 მილიონი მზის პანელის დამონტაჟება მოახერხეს, რომელთა საერთო ფართობი 25 კვადრატულ კილომეტრს უდრის. ამასთან, პროექტის საერთო ღირებულებამ, 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ელექტროსაგდურს 550 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია.
ინჟინრების თქმით, მზის ელექტროსადგურის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა 377 000 ტონით შემცირდეს. ამასთან ერთად, ტოპაზი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის სახელით დიდხანს ვერ ისარგებლებს. მომავალ წელს ინჟინრები კიდევ ერთი ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავენ, რომლის სიმძლავრეც 597 მეგავატს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები