საქართველომ Economist Intelligence Unit (EIU)-ის კვლევაში გერმანიის ფედერაციის შემდეგ მე-15 ადგილი დაიკავა, რითაც აჯობა ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჰოლანდია, პორტუგალია, იაპონია და სხვა განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს.
რუსეთს კი, ბოლოს წინა 62-ე ადგილი ერგო. კვლევის მიხედვით სინგაპურმა შეინარჩუნა პირველობა, როგორც საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის წარმოებისთვის. ბოლო 7 წელიწადია, რაც ეს ქალაქი-სახელმწიფო ამ კუთხით პირველობს არ კარგავს.
რეიტინგის შედგენის დროს EIU-ს ექსპერტებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალიწინეს: პოლიტიკური კლიმატი, გახსნილობა უცხოური ინვესტიციებისადმი, გადასახადების დონე, მდგომარეობა შრომის ბაზარსა და ინფრასტრუქტურაში.
შედეგად ტოპ -ათეულში სინგაპურის გარდა შევიდნენ შვეიცარია, ავსტრალია, ჰონკონგი, შვეციარია, აშშ, დანია, ახალი ზელანდია და ფინლანდია.
მასალის გამოყენების პირობები