რუბრიკები
მიხეილ გიორგაძე სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვევა
დღეს, 12:00 საათზე, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფოთს ეწვევა. მიხეილ გიორგაძე ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (წალენჯიხა, ჩხოროწუ, აბაშა, სენაკი, ფოთი) ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო სკოლებს სხვადასხვა სახეობის 50-მდე მუსიკალურ ინსტრუმენტს გადასცემს. მინისტრთან ერთად სამეგრელოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეც ესტუმრება. მიხეილ გიორგაძე და ფოლკლორის ცენტრის დირექტორი საზოგადოებას ერთობლივ სამომავლო გეგმებს გააცნობენ. მინისტრი ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის დასსაც შეხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, დღევე, 15:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად უშუალოდ მოინახულებს ძეგლთა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის - სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 16:30 საათზე, მინისტრი ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და დასის წევრებს შეხვდება. 17:00 საათზე, ზუგდიდში, კულტურის ცენტრში - "ოდიში", მიხეილ გიორგაძე ცნობილი ქართველი ლოტბარისა და მომღერლის, პოლიკარპე ხუბულავას საიუბილეო საღამოს დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დასასრულს, კულტურის ცენტრის წინ ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი გაიხსნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.