ზუგდიდს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შენობის წინ უხუცეს ლოტბარს პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი გაუხსნეს.
ღონისძიებაზე პოლიკარპე ხუბულავამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მას სცენაზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავის გახსნას მინისტრთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე,ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წრმომადგენელები ესწრებოდნენ.
პოლიკარპე ხუბულავა1924 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა,მას ხელოვნების სფეროში „მეგრული სიმღერების პატრიარქად“ მოიხსენიებენ.ლოტბარმა ასობით ხალხური სიმღერა აღადგინა და მოიძია,ის 200-ზე მეტ მეგრულ ხალხურ სიმღერას ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები