ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი და მისი ცოლი ნენსი მშობლები გახდნენ. გუშინ მათ გოგონა შეეძინათ. ბავშვი დედამიწას სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა.
გოგონას ფრენსის კოულ ფელონი დაარქვეს. „ის დედამიწას 3 დეკემბერს დილის 8 საათსა და 45 წუთზე მოევლინა, – შეატყობინა წყარომ ჟურნალ People-ს. – ის 2,6 კილოგრამს იწონის და 47 სანტიმეტრია. წყვილმა ოჯახში ახალი წევრის შემატების შესახებ ბავშვის გაჩენის დღემდე დუმილი არჩია“.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჯიმისა და 47 წლის ნენსის უკვე ჰყავთ ერთი წლის გოგონა – ვინი როუზი. ორივე ბავშვი დედამიწას სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინა.
მასალის გამოყენების პირობები