ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით აფხაზური ხალხური სიმღერების დისკის პრეზენტაცია გაიმართა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერის ხათუნა კუნჭულიას განცხადებით,პროექტის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის საქმეში.მისივე განმარტებით,როცა ნდობის აღდგენაზეა საუბარი,ამ დროს კულტურა და ხელოვნება გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.
დისკში ძირითიდადად ტრადიციული,სახუმარო და ფოლკლორულ სტილში შესრულებული სიმღერებია შესული. ეს მასალა საქრთველოს ეროვნულ არქივში ინახება და როგორც რადიო "ათინათთან "საუბარში ეთნო მუსიკოლოგმა ოთარ კაპანაძემ აღნიშნა,დისკში ძირითადად 1950 -იანი წლების მასალაა შესული და ის რუსეთში ჩაიწერა.
შეხვედრას ზუგდიდში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
"ასოციაცია იმედი მოძრაობა დევნილი ქალები მშვიდობისათვის" ხელმძღვანელის ქრისტინა კილანავას განცხადებით,პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,რადგანაც ეს არის სწორი ინოვაციური მიდგომები ქართულ- აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები