სტუდია Marvel-მა სკოტ დერიკსონის ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ექიმი სტრეინჯი“ მთავარი როლის შემსრულებლის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ბენედიქტ კამბერბეტიჩმა დაადასტურა, რომ გადაქცევა ეგოცენტრულ და ნიჭიერ ნეიროქირურგად , რომელიც ავარიაში მოხვედრის შემდეგ თავის ცხოვრებას ახლებურად შეხედავს და გახდება ჰიმალაის მთებში მცხოვრები ველურების მოსწავლე. მას წარმოუდგენელი მაგიური შესაძლებლობები გაუჩნდება და დაიწყებს დედამიწის დაცვას სხვა სამყაროებიდან მომავალი საფრთხისგან.
ბლოკბასტერის პრემიერა 2016 წლის 4 ნოემბერს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ კამბერბეტიჩი სერიალის „შერლოკი“ მეოთხე სეზონისა და თრილერის „შავი მესა“ გადაღებებისთვის ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები