სტუდია Sony Pictures-ის სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად, ქსელში არა მხოლოდ ის ფილმები გავრცელდა, რომლებიც ჯერ გაქირავებაშიც კი არ გამოსულან, არამედ ინფორმაცია ჰოლივუდის ვარსკვლავების ჰონორარების შესახებაც. ამის შესახებ გამომცემლობა Bloomberg იტყობინება.
კერძოდ, ცნობილი გახდა კომედიის „ინტერვიუ“ მთავარი როლების შემსრულებლების სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს შემოსავალი. დასტურდება, რომ პირველმა ფილმში მონაწილეობისთვის 8,4 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო მეორემ – 6,5. ამასთან ერთად სურათის ბიუჯეტი მხოლოდ 44 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჰაკერების ნადავლად ასევე იქცა არა მხოლოდ სტუდიის მუშაკთა სოციალური დაზღვევის ნომრები, არამედ ვარსკვლავებისაც , რომელბიც მასთან თანამშრომლობენ, მაგალითად სილვესტერ სტალონესი.
სტუდიამ ამ გარემოების გამო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. გამოძიებაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც ჩაერთო.
სტუდიის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები