ინგრედიენტები:
• 700 გრამი თევზის ფილე;
• 300 გრამი კარტოფილი;
• 1 კვერცხი;
• 60 გრამი კამა;
• 100 გრამი ორცხობილა;
• მარილი;
• შავი პილპილი;
• 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი.
მომზადება:
კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, დაასხით ცივი წყალი, მარილი და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
თევზის (მაგალითად, ხეკის) ფილე გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით ასევე ცივი წყალი, დაამატეთ მარილი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
კარტოფილი და თევზი გააცივეთ, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში; კამა დაჭერით ძალიან წვრილად (შეიძლება კამის გარეშეც).
ფარშს დაამატეთ კამა, კვერცხი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ. გაამზადეთ პატარა ბურთულები, კარგად ამოავლეთ საფანელში ან სიმინდის ფქვილში.
ჩაასხით ღრმა ქვაბში ზეთი 2 სანტიმეტრზე, აადუღეთ და შებრაწეთ ბურთულები პორციულად (ჩვეულებრივ, 1-2 წუთზე მეტი არ სჭირდება).
კროკეტები ქაფქირით ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი ჩამოიწუროს.
როდესაც შეგრილდება, ლამაზად დაალაგეთ სალათის ფურცლებზე და გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები